სასამართლო განაჩენი 15 წუთში - საია-მ საგანგაშო ფაქტები გამოიკვლია

22.11.22 20:30
სასამართლო განაჩენი 15 წუთში - საია-მ საგანგაშო ფაქტები გამოიკვლია

სასამართლო განაჩენი 15 წუთში. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საგანგაშო  ფაქტები გამოიკვლია, რაც სასამართლო სისტემისთვის  განაჩენის ტოლფასია. 

30-ზე მეტი ადამიანი მოსამართლეებმა ციხეში 15 წუთში ისე გაუშვეს,  რომ  არც კი მოუსმენიათ მხარეთა პოზიციები.  

საია-ს იურისტებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ  ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია და აჩენს  განცდას, რომ მოსამართლე საქმის მასალებს საერთოდ არ ეცნობა.

კიდევ უფრო შოკისმომგვრელია ის, თუ როგორ ფორმდება საპროცესო შეთანხმებები. გამოვლენილმა ფაქტებმა მოქმედი მოსამართლეებიც კი გააოგნა.  

არსებობს შემთხვევები, როცა ადვოკატმა წინასწარ იცოდა, რომ  მის დაცვის ქვეშ მყოფს საპროცესოს აუცილებლად გაუფორმებდნენ, ამიტომ სხდომაზე ქვითრით ხელში გამოცხადდა და თქვა, რომ საპროცესო შეთანხმების ოქმით გათვალისწინებული ჯარიმა უკვე  გადაიხადა.

დეტალები იხილეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.