ვალერი მელაძე საქართველოშია - "პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ პუტინის რეჟიმს გამოქცეულ მომღერალთან
"პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ პუტინის რეჟიმს გამოქცეულ მომღერალთან. ვალერი მელაძე საქართველოშია.
ის ხვალ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტს გამართავს, თუმცა მანამდე დიდი ხნის მეგობარი ქართველი ლეგენდა ბუბა კიკაბიძე მოინახულა.
რუსული ესტრადის მომღერალი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი დაგმო და პროტესტის ნიშნად ქვეყანა დატოვა. " ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია რომ ვილოცოთ , ეს ომი მალე დასრულდეს-" ეუბნება პირველებს ვალერი მელაძე.
რას ამბობს ის პუტინზე, უკრაინაზე და გეგმავს თუ არა საქართველოში ცხოვრებას? - იხილეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟი.