კიდევ ერთი სარჩელი სტრასბურგში სახელმწიფოს წინააღმდეგ - 5 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ რჩება

22.11.22 20:42
კიდევ ერთი სარჩელი სტრასბურგში სახელმწიფოს წინააღმდეგ - 5 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ რჩება

კიდევ ერთი სარჩელი სტრასბურგში სახელმწიფოს წინააღმდეგ.  

იპოთეკით და მევახშეებით დაზარალებულთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს. ამ სარჩელის უკან კი ასობით დაზარალებული დგას, რომლებმაც სამართალი საქართველოში ვერ იპოვეს და მევახშეებთან დადებული კაბალური შეთანხმებების გამო ღია ცის ქვეშ დარჩნენ. 

მეგრელიშვილების ოჯახს დღეს გაუმართლა. მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათ დასაცავად დიღომში მთელი უბანი გამოვიდა და აღსრულების ბიუროს უფლება არ მისცეს ოჯახი მცირეწლოვანი ბავშვებით ქუჩაში გაეყარათ. 
ამ შემთხვევაშიც ტრადიციული სქემაა. 2500 დოლარის ოდენობის ვალი, რომელიც მევახშეების წყალობით 38 ათასამდე გაიზარდა და საბოლოოდ ბინის ჩამორთმევამდე მივიდა საქმე.   

მეგრელიშვილების გამოსახლება მხოლოდ 3 თვით გადაიდო.

დეტალები, იხილეთ, გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები