ძალადობით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა 13 წლის მოზარდზე - პროკურატურა 65 წლის დაკავებულზე
სექსუალური ძალადობა ძმის შვილიშვილზე - საქმის მასალების თანახმად, "ბრალდებულმა სხვადასხვა დროს, 13 წლის არასრულწლოვნის მიმართ, ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა".
მთავარ საგამოძიებო ორგანოში ამბობენ, რომ დაკევბულ 65 წლის კაცს ბრალდება უკვე წარუდგინა:
"საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ძალადობით და მუქარით განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს, 13 წლის არასრულწლოვნის მიმართ, ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული, აღნიშნულ დანაშაულზე შეტყობინების შესვლის დღესვე, 20 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, არასრულწლოვნის მიმართ (სამი ეპიზოდი), რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- აცხაებენ პროკურატრაში.