"გისურვებთ, მალე აღდგეს რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობა" - ილია II რუსეთის პატრიარქს იუბილეს ულოცავს

22.11.22 23:13
"გისურვებთ, მალე აღდგეს რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობა"  - ილია II რუსეთის პატრიარქს იუბილეს ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარი ილია მეორე, რუსეთის პატრიარქი კირილს დაბადების დღეს ულოცავს.  მილოცვის ტექსტი რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე დევს. 

"მის უწმინდესობას კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს

თქვენო უწმინდესობავ!

ქრისტეში სიყვარულით გილოცავთ თქვენს დაბადების დღეს!

ამ რთულ დროში გისურვებთ ჯანმრთელობას და ყველა ღვთაებრივ სიკეთეს. გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის.

უფალმა დაგიცვათ თქვენ და თქვენი სამწყსო!

ქრისტესმიერი სიყვარულით" - ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.