28 წლის კაცი 8 წლის ძმისშვილის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
28 წლის კაცი 8 წლის ძმისშვილის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული.
მეორე კლასელი გოგონა ამტკიცებს, რომ მასზე ბიძა სექსუალურად 2 წლის განმავლობაში ძალადობდა და მოზარდს გაჩუმების სანაცვლოდ აშანტაჟებდა.
შემთხვევა, რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში მოხდა.
ამბავი კი მას შემდეგ გასკდა, რაც სკოლის მსოწავლემ სექსულური ძალადობის შესახებ ყველაფერი დედას მოუყვა.
28 წლის კაცი ახლა ციხეშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას უვადო პატიმრობა ემუქრება .
დაკავებული კაცი ბრალს არ აღიარებს და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში აპირებს.