დაჭრილი ყვიროდა, არ ვიცი, ვინ გვესროლაო - ხარაგაულში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების ახალი დეტალები
ხარაგაულში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორება - მეზობლები „პირველებთან“ ამბობენ, რომ ძლიერი გასროლის ხმა რამდენჯერმე გაიგონეს.
ასევე ყვებიან, თუ როგორ საუბრობდა დაჭრილი ირაკლი კიკნაძე საავადმყოფოში გადაყვანამდე, რომ მან არ იცოდა, ვინ ესროლა მას და გუჯა ბერაძეს.
სროლის ხმა იყო, სამჯერ ზედიზედ გავარდა ტყვია. ორი წუთის შემდეგ მეოთხე ტყვია გავარდა. უცებ რომ გამოვიხედე გარეთ, პოლიცია და ხალხი იყო. მერე ბავშებიც მოვიდნენ სკოლიდან და ბებო, გუჯა ნათლია მოუკლავთო, ჩემი შვილიშვილის ნათლიაა. ირაკლი კიკნაძე იძახდა, სასწრაფო გამოიძახეთ და გუჯას მიხედეთო, არ იცოდა, რომ გარდაცვლილი იყო. არ ვიცი, ვინ გვესროლაო ყვიროდა. გუჯა მერე გადამხობილი ნახეს მანქანაში“ - ამბობენ მეზობლები.
ხარაგაულში 50 წლის გუჯა ბერაძის მკვლელობაში ბრალდებულს პოლიცია ყველგან ეძებს, თუმცა მის კვალზე გასვლას ვერ ახერხებს.
სავარაუდო მკვლელთან ერთად გაქცეულია მისი მეგობარიც.
პირი, ვისთანაც მკვლელობაში ბრალდებული სტუმრად იმყოფებოდა.
სისხლიანი გარჩევა რომლსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა, სოფელ პატარა ხარაგაულში სუფრაზე სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო.
გარჩევა ქუჩაში გაგრძელდა, რასაც 4 გასროლა მოჰყვა.