სპეცოპერაცია ხაშურში - სექსუალური ძალადობის ბრალდებით ებრაელი ბიზნესმენი დააკავეს

23.11.22 13:47
სპეცოპერაცია ხაშურში - სექსუალური ძალადობის ბრალდებით ებრაელი ბიზნესმენი დააკავეს

სპეცოპერაცია ხაშურში - სექსუალური ძალადობის ბრალდებით ებრაელი ბიზნესმენი დააკვეს. 55 წლის გიდონ ჰაკამს პოლიციამ ხელბორკილები მის კუთვნილ ერთ- ერთ ობიექტზე დაადო. გამოძიება მას მეგობარ ქალზე სექსუალურ ძალადობას ედავება. გავრცელებული ინფრომაციით, ბრალდებული დაზარალებულ ქალთან ერთად სწორედ აღნიშნულ ადგილზე ცხოვრობდა.

მაღაზიის თანამშრომლების თქმით, ქალი, რომელმაც ბიზნესმენს უჩივლა, თავის დროზე ბიზნესმენმა შეიფარა, თუმცა ის ალკოჰოლისადმი მიდრეკილი იყო და გიდონ ჰაკამმა ის სამსახურიდან გაუშვა.

არის ძალადობის მუხლით დაკავებული, არის აბსურდული ბრალდება. აქ ცხოვრობდა, არის უპატიოსნესი, შრომისმოყვარე ადამიანი, თანამშრომლების მიმართ და კოლექტივის მიმართ. იყო ალკოჰოლისამი მიდრეკილი და მაგის გამო გაუშვა, - ამბობს მაღაზიის თანამშრომელი. 
 

ბრალდების ოფიციალურად წარდგენის შემდეგ ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენის საქმეზე ხაშურის რაიონული სასამართლო იმსჯელებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს   7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.