სისხლიანი ანგარიშსწორება ხარაგაულში - ალაპარაკდება თუ არა საქმის მთავარი მოწმე

23.11.22 13:26
სისხლიანი ანგარიშსწორება ხარაგაულში - ალაპარაკდება თუ არა საქმის მთავარი მოწმე

ხარაგაულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

44 წლის კაცს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

ჯაბა სარალიძე პოლიციამ სამძებერო ოპერაციის დროს აიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, სარალიძე ის პირია, ვისთანაც 50 წლის გუჯა ბერაძის მკველობაში ბრალდებული სტუმრად იმყოფებოდა და მან შემთხვევის ადგილი დამნაშავესთან  ერთად დატოვა.

დაკავებული ახლა ბრალის წარდგენის მოლოდინშია და ის აღნიშნულ საქმეში მთავარი მოწმეა, რადგან სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სწორედ ჯაბა სარალიძემ მოიყვანა პირი გარდაცვლილთან, რომელიც სისხლიანი ანგარიშსწორების მთავარი ბრალდებულია.

"ერთი მანქანით იყვნენ მოსულები, მძღოლი და ის თვითონ. მძღოლია დაკავებული. ვინც გარდაიცვალა, იმას დაუძახეს, რომ მოვიდნენ. შელაპარაკება მოუვიდათ. ვინც დაჭრილია, ის ძლიერი ბიჭია ფიზიკურად და ეტყობა, ხელი რო არ შეეშალათ, ესროლეს ფეხებში. ის კი მოკლეს". - ამბობს ადგილობრივი.

რაც შეეხება დაჭრილის მდგომარეობას, ექიმის განცხადებით, ირაკლი კიკნაძეს სტაციონალური მკურნალობა უტარდება.

„პაციენტს ორივე ქვედა კიდურის არეში აღენიშნება ცეცლსასროლი ჭრილობები. დამუშავებული აქვს ჭრილობები, ამჟამად უტარდება სტაციონალური მკურნალობა.

50 წლის გუჯა ბერაძე კი ექპერტიზის ბიუროდან სახლში უკვე გადაასვენეს. პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებს.

სისხლიანი გარჩევა, რომლსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა, სოფელ პატარა ხარაგაულში სუფრაზე სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო.

გარჩევა ქუჩაში გაგრძელდა, რასაც 4 გასროლა მოჰყვა.