ძალადობდა თუ არა 28 წლის კაცი 8 წლის ძმისშვილზე სექსუალურად? - რა მტკიცებულებები დევს საქმეში

23.11.22 15:05
ძალადობდა თუ არა 28 წლის კაცი 8 წლის ძმისშვილზე სექსუალურად? - რა მტკიცებულებები დევს საქმეში

ძალადობდა თუ არა 28 წლის კაცი 8 წლის ძმისშვილზე სექსუალურად?- ახლა ყველაფერი ექპერტიზის შედეგებზეა დამოკიდებული.

ადვოკატები დოკუმენტს რამდენიმე დღეში ელოდებიან და თან ამტკიცებენ, რომ სკოლის მოსწავლემ პოლიციას ცრუ  ჩვენება დედის ზეგავლენით მისცა.

თუ ეს ვერსია მართლა დადასტურდა, მაშინ, შესაძლოა, განსასჯელის სკამზე 8 წლის გოგონას დედა აღმოჩნდეს.

„აქ სხვა რაღაცის მსხვერპლია ეს ბატონი, იმიტომ, რომ ყოვლად მიუღებელი და ამაზრზენი ფაქტია. მისი გაზრდილი ბავშვია, შვილივით ჰყავს გაზრდილი, მის ოჯახშია გაზრდილი. ბრალს არ აღიარებს და არ ადასტურებს, რომ მსგავსი ფაქტი მოხდა. მასალებით, რაც ახლა საქმეშია წარდგენილი, გაჭირდება, რომ რაიმე სახის ბრალი დადგეს. ექსპერტიზა ჩატარებულია, ჯერ პასუხები არ არის“. - ამბობს ადვოკატი.