ვარკეთილში ტაძარი გაძარცვეს - მოპარულია წმინდა ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი
ვარკეთილის დასახლებაში ეკლესია გაძარცვეს. წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი მოიპარეს. ვინ წაიღო ეკლესიიდან სიწმინდე, დაუდგენელია.
ქურდობის ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა ტაძრის წინამძღვრის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სიწმინდე ეკლესიაში ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.
მომხდარს პოლიცია არ იძიებს, რადგან სასულიერო პირებს საგამოძიებო უწყებისთვის არ მიუმართავთ.