23 წლის ბიჭმა 14 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირი დაამყარა - პოლიცია დამნაშავეს ეძებს

23.11.22 16:34
23 წლის ბიჭმა 14 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირი დაამყარა - პოლიცია დამნაშავეს ეძებს

პოლიცია არასრულოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებაში ბრალდებულ 23 წლის ახალგაზრდას ეძებს. "პირველების" ინფორმაციით, 1999 წელს დაბადებული პირი 14 წლის გოგოს სოციალური ქსელით ეკონტაქტებოდა და ცოლობას ჰპირდებოდა.

არსებული ინფორმაციით, მან არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი დაამყარა, შემდეგ კი გაუჩინარდა. შემთხვევა ხელვაჩაურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. 

ამბავი მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც გოგონამ მომხდარის შესახებ მშობლებს მოუყვა. 14 წლის გოგონა კი მამამ სასტიკად სცემა. 

საბოლოდ, პოლიციამ ოჯახის წევრის ცემის ბრალდებით, სწორედ მამა დააკავა. განყოფილებაში დაკითხვისას კი კაცმა ჩვენება 23 წლის ბიჭის წინააღმდეგ მისცა. 

რაც შეეხება დაზარალებულს, არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. 

როგორც "ტვ პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სექსუალური ხასიათის დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის  ფაქტებზე მიმდინარეობს. დაკავებულია 1 პირი.