ქალზე ფიზიკურად ძალადობდა და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა - პროკურატურა ებრაელ ბიზნესმენზე

23.11.22 17:19
ქალზე ფიზიკურად ძალადობდა და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა - პროკურატურა ებრაელ ბიზნესმენზე

ებრაელ ბიზნესმენს, რომელსაც სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ, ბრალი წარუდგინეს. 

პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ ბრალდებული მასთან მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ფიზიკურად ძალადობდა და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.