ამორალურობაა, მიულოცო ადამიანს დაბადების დღე, რომელსაც შენი ქვეყანა საეკლესიო თვალსაზრისითაც ოკუპირებული აქვს - თეოლოგი

23.11.22 17:57
ამორალურობაა, მიულოცო ადამიანს დაბადების დღე, რომელსაც შენი ქვეყანა საეკლესიო თვალსაზრისითაც ოკუპირებული აქვს - თეოლოგი

პატრიარქის წერილი კირილს  - ილია მეორეს მიერ რუსეთის პატრიარქისთვის გაგზავნილმა ბარათმა თეოლოგების ნაწილის პროტესტი გამოიწვია.  

ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, მიულოცო დაბადების დღე ადამიანს, იმ სიატემის წარმომადგენელს, რომელსაც ოკუპირებული აქვს შენი ქვეყნის 20%, არამხოლოდ ტერიტირიულად, არამედ საეკლესიო თვალსაზრისითაც, არის ამორალურ"- გოჩა ბარნოვი. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქს კირილს დაბადების დღე მიულოცა. მილოცვის ტექსტი რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე დევს. 

"რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთს და უკრაინას შორის" - წერს ილია მეორე კირილს.