ძმისშვილის გაუპატიურების ბრალდება და ორი რადიკალურად განსხვავებული ვერსია - რა მოხდა სამეგრელოში
უმძიმესი ბრალდება და ორი რადიკალურად განსხვავებული ვერსია - 28 წლის კაცი ძმისშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული. დაზარალებულია 8 წლის გოგონა, რომელიც ხელს საკუთარ ბიძას ადებს.
ბავშვის ჩვენებების მიხედვით, ბიძა მასზე სისტემატიურად ძალადობდა და ეს თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. დაკავებული ბრალს კატეგორიულად არ აღიარებს და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას აანონსებს.
ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში თუ ექსპერტები ძალადობის ფაქტს გამორიცხავენ, განსასჯელის სკამზე ბიძა შესაძლოა 8 წლის ბავშვის დედამ ჩაანაცვლოს.
დაკავებულის ოჯახი ირწმუნება, რომ მოზარდს ბიძის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემა სწორედ დედამ აიძულა.
საქმე კი ოჯახებს შორის კონფლიქტს ეხება. ახლა ორივე მხარე სამედიცინო დასკვნას ელოდება, რომელიც შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს ამ სკანდალურ საქმეში.
8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, ბავშვის ბიძა სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ამბავს გამორიცხავს 8 წლის გოგონას მამაც. ამბობს, რომ მისი ძმის წინააღმდეგ, საქმეში მტკიცებულებები არ დევს და მისმა ცოლმა ყველაფერი მაზლთან დაპირისპირების ნიადაგზე გამოიგონა.
8 წლის გოგონა წლებია, სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, დაკავებული ბიძის სახლში ცხოვრობს.