სასტიკი მკვლელობა ხარაგაულში: დაპირისპირება სუფრაზე ციხის თემაზე დაიწყო (ახალი დეტალები)
50 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს იმერეთის პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. ამ დროისთვის ერთი პირია დაკავებული, მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, თუმცა თავად მკვლელს სამართალდამცველებმა ჯერ ვერ მიაგნეს.
გუჯა ბერაძეს და კიდევ ერთ პირს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს რაც, ისინი ხარაგაულში ერთ-ერთ ოჯახში გაშლილი სუფრიდან გამოვიდნენ. დაპირისპირება მხარეებს შორის ჯერ სახლში დაიწყო და შემდეგ გარეთ გაგრძელდა.
ირკვევა, რომ ნუკრი თხელიძემ ავტომანქანაში მყოფ ბერაძეს 2 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილზე მოკლა.
დაჭრილი ოჯახის მასპინძელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სწორედ მისი მონათხრობიდან ირკვევა, რა მოხდა საბედისწერო ღამეს. ცნობილია, რომ დაპირისპირება სუფრაზე ციხის თემაზე დაიწყო. მოკლულიც და მკვლელიც წარსულში ნასამართლევი არიან.
მკვლელობაში ბრალდებულთან ერთად შემთხვევის ადგილიდან გაიქცა მისი თანმხლები პირიც, თუმცა ის პოლიციამ მალევე დააკავა. 44 წლის ჯაბა სარალიძეს დანაშაულის დაფარვისთვის 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
რა მოხდა ხარაგაულში - ნახეთ ლიზა ლასერეიშვილის რეპორტაჟში