სადავო კანონი პარლამენტში - ფარმაცევტული ბაზარი ჩამოშლის ზღვარზეა

23.11.22 20:33
სადავო კანონი პარლამენტში - ფარმაცევტული ბაზარი ჩამოშლის ზღვარზეა

ფარმაცევტული ბაზარი ჩამოშლის ზღვარზეა. ხელისუფლების ინიციატივა მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესების შესახებ შესაძლოა უმძიმესი შედეგით დასრულდეს არა მხოლოდ ფარმაცევტული კომპანიებისთვის, არამედ მოსახლეობისთვისაც.

კანონის მიხედვით 1000-ზე მეტ წამალს კომპანიები იმაზე მეტ ფასს ვერ დაადებენ, რასაც სახელმწიფო განუსაზღვრავს. ეს კი  ნიშნავს რომ მედიკამენტების დიდი ნაწილი საქართველოში ოფიციალურად აღარ შემოვა და წამლები შავ ბაზარზე გადაინაცვლებს.

ექსპერტები ამბობენ, რომ არაერთმა ქვეყანამ სცადა ამ კანონის ამოქმედება, თუმცა არ გაამართლა. მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები ქვეყანას დატოვებენ და წამლებზე დეფიციტი შეიქმნება.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - კანონი პირდაპირ არის მიმართული დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ.  წამლების ფასში ავტომატურად არის გათვალისწინებული მათი  რეკლამის თანხაც. შეზღუდვების დაწესება კი პრაქტიკულად გააქრობს მედიკამენტებს სარეკლამო ბაზრიდან, რაც კიდევ ერთი უმძიმესი დარტყმა იქნება მედიისთვის.

ვრცლად, ანნა მდივანის რეპორტაჟში: