დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა ევროპარლამენტის მორიგ დოკუმენტში მოხვდა - "ოცნებას" კიდევ ერთი კრიტიკული დოკუმენტი წამოეწია
დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ - ამ სიტყვებით მიმართავს ევროკომისარი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას. ევროპარლამენტარებმა ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია შეიმუშავეს.
დოკუმენტში სიტყვა სიტყვით წერია, რა უნდა გააკეთოს საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
დეოლიგარქიზაცია, ადამიანის უფლებების დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა და დამოუკიდებელი სასამართლო - ეს ის კრიტერიუმებია, რომელთა შესრულების გარეშეც ევროპის კარი არ გაიხსნება.
ევროკავშირის გზაზე კი საქართველოს 12 რეკომენდაციის შესრულება მოეთხოვება. ეს უკვე მეოთხე დოკუმენტია, სადაც ევროპელი პოლიტიკოსები მკაფიოდ განმარტავენ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ. ამავე დროს ევროპარლამენტარები ღიად მიანიშნებენ, რომ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერს რეფორმების სწრაფად განხორციელების სურვილი არა აქვს.