წერილი რუსეთის პატრიარქს - ილია მეორეს გზავნილს საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა
თბილი მისალოცი წერილი რუსეთის პატრიარქს საქართველოს პატრიარქისგან. ილია მეორე კირილს დაბადების დღეს ულოცავს. "გისურვებთ, მალე აღდგეს რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობა" - წერს საქართველოს პატრიარქი, ამ ფრაზას კი საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. განგაშის სიგნალის პეტრე ცაავამ ჩართო. "ჩვენ გვყავს საბჭოთა მემკვიდრეობის ცრუ პატრიარქი-" ამბობს მეუფე. კიდევ უფრო მეტი თქვეს თეოლოგებმა.
თბილისიდან გაგზავნილი მისალოცი ბარათი უკვე რუსეთის საპატრიარქოს ვებ გვერდზე დევს. უკრაინაში პუტინის ომის მხარდამჭერ პატრიარქ კირილს დაბადების დღე 9 მართლმადიდებელი პატრიარქიდან მხოლოდ ორმა, საქართველოს და იერუსალიმის პატრიარქებმა მიულოცეს. ოკუპირებული საქართველოდან გაგზავნილ კეთილ სურველებს კი ოკუპანტმა ჩვეული რიტორიკით უპასუხა. ილია მეორეს ტიტულს ცხუმ-აფხაზეთი ჩამოაშორა და საქართველოს პატრიარქად მოიხსენია.
თბილი მისალოცი წერილი რუსეთის პატრიარქს საქართველოს პატრიარქისგან - ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში: