8 წლის გოგონას დედის პირველი კომენტარი - რას ამბობს ქალი სავარაუდო ძალადობაზე

23.11.22 20:26
8 წლის გოგონას დედის პირველი კომენტარი - რას ამბობს ქალი სავარაუდო ძალადობაზე

ძმისშვილის გაუპატიურების ბრალდება - 8 წლის გოგონას დედა, პირველ ინტერვიუში შოკისმომგვრელ დეტალებს ყვება. ქალი ამტკიცებს, რომ მის შვილს ბიძა მუქარის ქვეშ გარყვნილ ქმედებას აიძულებდა. მისივე მონაყოლით, ბავშვი მომხდარის გამხელას ვერ ბედავდა, თუმცა საბოლოოდ დედას ყველაფერი უამბო.

"მუნდიაში რაღაც უქნია, პირშიც და ხელიც აკიდინებდა თურმე... ბავშვსაც ვატყობდი, მისი საქციელებიც არ მომწონდა. სექსიო, რაღაც... დედიკო, ხომ არ მომკლავო, ასე მექცეოდა, და მაშინებდა, თუ უტყვი მე რომ გეთამაშები, თავს მოგჭრიო"- აცხადებს დედა. 

28 წლის კაცი ძმისშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული. დაზარალებულია 8 წლის გოგონა, რომელიც ხელს საკუთარ ბიძას ადებს.

ბავშვის ჩვენებების მიხედვით, ბიძა მასზე სისტემატიურად ძალადობდა და ეს თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. დაკავებული ბრალს კატეგორიულად არ აღიარებს და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას აანონსებს.   

ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში თუ ექსპერტები ძალადობის ფაქტს გამორიცხავენ, განსასჯელის სკამზე ბიძა შესაძლოა 8 წლის ბავშვის დედამ ჩაანაცვლოს.