ჩხუბი დასიგნალების გამო - გაშველებას 6 ეკიპაჟი დასჭირდა
დაპირისპირება იყო თბილისში, ო. ხიზანიშვილის ქუჩაზე, სადაც მოქალაქეები ერთმანეთს მანქანის სიგნალის გამო დაუპირისპირდნენ, თვითიმხილველების თქმით, ერთმა მძღოლმა მეორეს დაუსიგნალა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა.
ფოტოებით, რომელსაც თვითმხილველები ავრცელებენ დგინდება რომ დაპისპირებული მძღოლების გაშველებაში ათობით მოქალაქე მონაწილეობდა, ადგილზე იყო მობილიზებული საპატრულო პოლციის 6 ეკიპაჟი.
უცნობია დააკავა თუ არა ვინმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პირველების ახალი ამბების სამსახური მომხდარის დეტალებს ადგენს.
ფოტო: ივერი ბალახაშვილი