"სააკაშვილის ციხეში ყოფნა პუტინის რუსეთის დაკვეთაა" - საპროტესტო აქცია თელავივში
"ვარდების რევოლუციის" დღესთან დაკავშირებით ისრაელში, ქალაქ თელავივში წუხელ, გვიან ღამით საპროტესტო აქცია გაიმართა.
საქართველოს საკონსულოს შენობის წინ შეკრებილმა ემიგრანტებმა საქართველოს ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს და ,,ვარდების რევოლუციის" მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ვფიქრობ, რომ დღეს ყველა უნდა ვიდგეთ სიმართლის მხარეს - არ შეიძლება საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ადამიანი, რომელმაც ეპოქა შექმნა იყოს ციხეში. უნდა გავერთიანდეთ, რომ მსოფლიომ გაიგოს ჩვენი სატკივარი - მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და მისი ციხეში ყოფნა არ არის ქართველი ხალხის მოთხოვნა.ეს პუტინის რუსეთის დაკვეთაა, რომელსაც საქართველოს მონა ხელისუფლება ასრულებს,"- განაცხადა აქციის ერთერთმა წევრმა დალი გვათუამ.
ცნობისთვის, 2003 წლის ნოემბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხალხი საკუთარი ხმების დასაცავად ქუჩაში გამოვიდა. ისინი ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასა აპროტესტებდნენ. დემონსტრანტები, სხდომის მიმდინარეობისას, პარლამენტში შეიჭრნენ, დაიკავეს დარბაზი და ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოითხოვეს. პრეზიდენტი გადადგა, რამდენიმე თვეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა.