"დადგმული ცირკი და შეთითხნილი ისტორია“ - სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ბიზნესმენი ალაპარაკდა

24.11.22 12:30
"დადგმული ცირკი და შეთითხნილი ისტორია“ - სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ბიზნესმენი ალაპარაკდა

,,დადგმული ცირკი და შეთითხნილი ისტორია“ -  სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ბიზნესმენი ალაპარაკდა. 

საქართველო-ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე  გიდონ ჰაკამი ირწმუნება, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. პროკურატურას კი უნდობლობას უცხადებს. 

ბრალდებული საბადრაგო სამსახურმა ხაშურის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ მიიყვანა.   

ეს ისტორია არის მოგონილი და ცირკი. არ ვენდობი პროკურორს. დაბალი ხარისხის და სულელური დოკუმენტები შეთხზა პროკურატურამ“ - აცხადებს გიდონ ჰაკამი. 

შეგახსენებთ რომ ისრაელ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიდონ ჰაკამი საქართველოში 6 წელი, ცხოვრობს. მას ადგილზე ბიზნესი აქვს. ბრალდებულს პროკატურა მეგობარ უკრაინელ ქალზე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას ედავება.