მამა, რომელმაც 14 წლის გოგო სასტიკად სცემა პატიმრობაში გაუშვეს

24.11.22 12:50
მამა, რომელმაც 14 წლის გოგო სასტიკად სცემა პატიმრობაში გაუშვეს

ოჯახში ძალადობის მუხლით დაკავებული მამა მოსამართლემ  წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სხდომა დაზარალებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე პროკურორის შუამდგომლობით დაიხურა.

არასრულწლოვნის მამა ბრალს  არ აღიარებს.  23 წლის კაცს, კი რომელმაც 14 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, პოლიცია ამ დრომდე ეძებს

"ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, არასრუწლოვანი დაზარალებულად ცნეს. მასთან სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფსიქოლოგები მუშაობენ.

სააგენტოს ინფორმაციით, არასრულწლოვანი, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით განთავსდა სახელმწიფო ალტერნატიული ზრუნვის ერთ-ერთ ფორმაში. 

გამოძიების ვერსიით,  მამამ არასრულწლოვან  შვილზე ფიზიკურად მას შემდეგ იძალადა, რაც  გაიგო,  რომ გოგონას უფროს  მამაკაცთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა.  შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.