კლანზე არაფერი მსმენია, სასამართლოში გავლენიანი ჯგუფები არ არსებობენ - შალვა თადუმაძე

24.11.22 15:17
კლანზე არაფერი მსმენია, სასამართლოში გავლენიანი ჯგუფები არ არსებობენ - შალვა თადუმაძე

შალვა თადუმაძე ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფები არ არსებობენ, თავად კლანის წევრი არ არის და არასდროს მოქცეულა ზეწოლის ქვეშ.

მეტოც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირწმუნება, რომ არაფერი სმენია კლანზე.  

რაც შეეხება ყოფილი მოსამართლეების ბრალდებებს, ვინც ღიად ალაპარაკდა და ამბობს, რომ  კლანისა და ხელისუფლების მხრიდან  ზეწოლას წლების განმავლობაში განიცდიდნენ, თადუმაძეს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

 გავლენიანი ჯგუფები სასამართლოში არ არსებობს. არ ვიცი, რას ამბობენ, რა ბრალდებებს აყენებენ ყოფილი მოსამართლეები. არ ვარ ამაზე ინფორმირებული. 

მე თუ მეკითხებით, გადაწყვეტილების მიღებისას არასდროს ზეწოლის ქვეშ არ მოვქცეულვარ. - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

საქართველოს სასამართლო სისტემაში გაბატონებულ კლანურ სისტემაზე ევროკავშირი ღიად საუბრობს და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ურჩევს, რეფორმები სწორედ სასამართლოში დაიწყოს.  

მსგავსი სიახლეები