სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - პრეზიდენტის ადმინისტაციაში საგანგებო შეხვედრა ჩაინიშნა
ცენტრი "ემპათია" საგანგებო განცხადებას ავრცელებს - მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საჭიროა, ტოკსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რაც საქართველოში შეუძლებელია.
მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ის საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლეს კიდევ ერთხელ შეხვდება და მდგომარეობის სიმძიმეს კიდევ ერთხელ გააცნობს.
ჩვენ არაერთგზის ვაცხადებდით, რომ მდგომარეობა არის მძიმე და საჭიროებდა საზღვარგარეთ გაყვანას, სამწუხაროდ, ეს არავინ გაიზიარა. ამჟამად, ჩვენი დასკვნა ასახავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გამოიკვეთა სრულყოფილი ტოკსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რაც საქართველოში შეუძლებელია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო წესით გადაყვანას ევროპის ან აშშ-ს მულტი პროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას და კიდევ ერთხელ გავაცნობ სიტუაციის სიმძიმეს.