სექსუალურ შევიწროვების საქმე - ებრაელ ბიზნესმენს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა
საათნახევრიანი ფიქრის შემდეგ მოსამართლე ირმა გოგალაძემ სექსუალური შევიწროვების ბრალდებით დაკავებულ ებრაელ ბიზნესმენს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
თუ 55 წლის კაცი 20 ათას ლარს გადაიხდის, მაშინ საპატიმროს დატოვებს.
გიდონ ჰაკამის ადვოკატი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ბრალდებული გირაოს თანხას გადაიხდის.
საქმის პროკურორი სასამართლოს გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება და ამბობს, რომ პატიმრობით უზრუნველყოფილი გირაოს შეფარდების საკითხს აუცილებლად გაასაჩივრებს.