რუსეთი ვორონეჟის ოლქში მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს
რუსეთი ვორონეჟის ოლქში მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს. საუბარია რაიონებზე, რომლებიც უკრაინის ესაზღვრება.
რუსული გამოცემა „ვიორსტკას“ თანახმად, რომელიც ინფორმაციას შესაბამის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს, ხელისუფლება 15 დასახლების და სოფლის ევაუკაციას განახორციელებს.
მაღალჩინოსნები ვორონეჟის ოლქის გუბერნატორის მითითებით მოსახლეობას სთხოვენ, გადასახლდნენ ნათესავებთან , რომლებიც შედარებით უსაფრთხო რაიონებში ცხოვრობენ. ასევე, სადმინისტრაცია ცდილობს გააკრვიოს, ვის აქვს საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილების საშუალება. შეკრებული ინფრორმაცია სამოქალაქო ტავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების საკიტხებში ერთობლივ სადისპეტჩერო სამსახურში 12 დეკემბრამდე უნდა იქნეს წარმოდგენილი, - წერს გამოცემა.
ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ ვორონოჟის ოლქი ლუგანსკის ოლქის მელოვსკის, ნოვოპოსკის და მარკოვსკისრაიონებს ესაზღვრება, რომლებიც ომის დაწყებიდან ოკუპირებული იქნა.