ომბუდსმენის არჩევის ვადა იწურება - "ოცნება" ოპოზიციასთან დაპირებულ კონსულტაციებს არ მართავს
ოთხშაბათს ნინო ლომჯარიას ბოლო სამუშაო დღე აქვს - 1 დეკემბრიდან კი ქვეყანას ახალი სახალხო დამცველი უნდა ჰყავდეს. არ არის გამორიცხული, პარლამენტმა ომბუდსმენი ვერ აირჩიოს და პროცესი ჩავარდეს.
იმისთვის, რომ საერთო კანდიდატზე შეჯერებულიყვნენ, კენჭისყრის დაწყებამდე "ოცნება" ოპოზიციას მიმდინარე კვირაში კონსულტაციების დაწყებას ჰპირდებოდა, ამის მიუხედად, ამ დრომდე არავინ არავის დალაპარაკებია.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი დათმობაზე არ წავა. მათი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომპოსტზე მისი ნდობით აღჭურვილი პირი დაინიშნოს, სხვა შემთხვევაში პროცესს ჩააგდებს.
„ოცნების“ მიზანია, რომ მისთვის სასურველი კანდიდატი აირჩეს, მაგრამ თუ ამას ვერ შეძლებს, მათ შორის, არც იმას გამოვრიცხავ, რომ პროცესის ჩავარდნა იყოს „ოცნებისთვის“ მისაღები. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის 12 პუნქტიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, ომბუდსმენის არჩევა, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახალხო დამცველის არჩევა და კარგად უნდა გვესმდეს, რომ როდესაც „ოცნება“ ვერ ახერხებს, რომ საკუტარ პარტიულ ინტერესებს გადააბიჯოს და იმოქმედოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არის 12 პუნქტიდან ერთ-ერთი პუნქტის შეუსრულებლობა და ამაზე პასუხისმგებლობა იქნება „ოცნების“ და არავინ სხვისი, - ამბობს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი.