მამაკაცმა ყოფილი ცოლი ცოცხლად დაწვა - რას ყვებიან თვითმხილველები და რა სახელდება დანაშაულის სავარაუდო მოტივად

25.11.22 10:58
მამაკაცმა ყოფილი ცოლი ცოცხლად დაწვა - რას ყვებიან თვითმხილველები და რა სახელდება დანაშაულის სავარაუდო მოტივად

37 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა ბენზინი  გადაასხა და ცოცხლად დაწვა - დანაშაულის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება. 

ფემიციდის უმძიმესი ფაქტის შესახებ თვითმხილველები "პირველებთან" დეტალურად ყვებიან.

"აფეთქების ხმა იყო, გადმოვიხედე და კაცი ეგდო ძირს. ჩამოვედი ძირს, კარებს ვერარ აღებდნენ და გოგო იყო შიგნით დაღუპული. დაიწვა. ქმარმა მიაკითხა ცოლს, არავის არ დაუნახია. შევიდა, ელაპარაკებოდა, გადაასხა ბენზინი და დაწვა. ორივე კარი იყო ჩაკეტილი, უკანა გასასვლელიც. ხოდა ეს გოგო ადგილზე დაწივა. ვიცი, რომ დაშორებულები იყვნენ. ძაან მიყვარდა თამილა და ძაან განვიცადე. რაზე წვავ, რაზე კლავ, შენი გაზრდილი ხო არ არის". - ამბობენ თვითმხილველები.

37 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა ბენზინი  გუშინ გადასხა და ცოცხლად დაწვა. ფემიციდის უმძიმესი ფაქტი თერჯოლაში მოხდა. ირკვევა, რომ ყოფილი ქმარი ქალს სამსახურში მიუვარდა, ცეცხლი წაუკიდა და  შემდეგ სუპერმარკეტის ოთახში გამოკეტა. შემთხვევა ათობით თვითმხილვბელის თვალ წინ მოხდა, თუმცა ორი შვილის დედის გადარჩენა ვერავინ შეძლო. დაიზიანებები აქვს მოძალადესაც.

კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი ცოცხლად დაწვა, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.
 

 

მსგავსი სიახლეები