კაცის მდგომარეობა, რომელმაც ყოფილი ცოლი დაწვა, მძიმეა - ის ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს
მამაკაცის მდგომარეობა, რომელმაც თერჯოლის სუპერმარკეტში ყოფილ ცოლს საწვავის ბოთლი ესროლა და ცეცხლი მოუკიდა, უკიდურესად მძიმეა.
მის გადარჩენას ახლა ქუთაისელი ექიმები ცდილობენ, სადაც დღეს დილით ოჯახის მოთხოვნით გადაიყვანეს. კაცის პალატას კი საბადრაგო სამსახური იცავს.
„პაციენტი მოყვანილი იქნა სარამოს 9-ის 20 წუთზე.იყო მძმე მდგომარეობა. დაახლოებით 70% იყო დამწვრობა. მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში და გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. დილის 5 საათიდან, ოჯახის მოთხოვნით გადაყვანილ იქნა ქუთაისის დამწვრობის ცენტრში. მდგომარეობა რა თქმა უნდა უკიდურესად მძმეა“. - ამბობს ექიმი.
37 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა ბენზინი გუშინ გადასხა და ცოცხლად დაწვა. ფემიციდის უმძიმესი ფაქტი თერჯოლაში მოხდა. ირკვევა, რომ ყოფილი ქმარი ქალს სამსახურში მიუვარდა, ცეცხლი წაუკიდა და შემდეგ სუპერმარკეტის ოთახში გამოკეტა. შემთხვევა ათობით თვითმხილვბელის თვალ წინ მოხდა, თუმცა ორი შვილის დედის გადარჩენა ვერავინ შეძლო. დაიზიანებები აქვს მოძალადესაც.
კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი ცოცხლად დაწვა, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.