პოლიტიკური განაჩენის გამოცხადება გადაიდო - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე 16 დეკემებრს გაგრძელდება
პოლიტიკური განაჩენის გამოცხადება გადაიდო. ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე 16 დეკემებრს გაგრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვით "ტვ პირველის" დამფუძნებლის ადვოკატმა ისარგებლა. ავთანდილ წერეთლის ინტერესების დამცველიშეეცადა დაემტკიცებინა, რომ საქმე თეთრი ძაფით არის შეკერილი.
16 დეკემბერს სხდომა რეპლიკებით გაგრძელდება.
თბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბოლომდე ბრძლას აანონსებს და ამბობს, რომ ივანიშვილის სასამართლოს ლუსტრაციას მოახდენს.
ეს არის პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური საქმე ჩემსა და ბადრის წინააღმდეგ. პირველივე დღიდან ნათელი იყო, რომ არანაირი დანაშაული არ არსებობს, არანაირი დაზარალებული არ არსებობს, არანაირი მომჩივანი არ არსებობს. ჩვენ ვაგრძელებთ ბძროლას, ამ აბსურდის თეატრს დავამთავრებთ. დავამტავრებით ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს სრული კრახით და ამის ლუსტრაციას გავაკეთებთ, - თქვა ხაზარაძემ პროცესის შემდეგ.
"ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე კი ივანიშვილის სასამართლოსგან ყველანაირი განაჩენის მოლოდინშია.
პროცესიდან გამომდინარე, ძნელია ხოლმე იმსჯელო, რა შეიძლება დადგეს შედეგი, იმიტომ, რომ წინა სასამართლო განხილვაზე, არევაძემ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო საბოლოოდ, რომელიც ამოვარდნილი იყო მთელი განხილვიდან. მეოთხე წელიწადია გრძელდება ეს დევნა, მაგრამ ჩვენ ვდგავართ მტკიცედ. ჩვენი გატეხვა ვერ მოხდებობდა ან განუწყვეტელი პოლიტიკური დევნით და თავდასხმებით, რომელსაც ახორციელებს უკვე 4 წელიწადია „ქართული ოცნება“, მისი ლიდერები, - ამბობს აბდრი ჯაფარიძე.
პროკურორები კი ისევ ამტკიცებენ, რომ საქალაქო სასამართლომ აღნიშNულ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და იმედოვნებენ, რომ სააპლეციო სასამართლო გადაწყვეტილებას შეცვლის და სამივე ბრალდებულს პატიმრობას შეუფარდებენ.
შეგახსენებთ, რომ საქმე 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციებს ეხება. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ კომპანიებმა "SAMGORI M"-მა და "SAMGORI TRADE"-მა თიბისი ბანკიდან 17 მლნ ლარის ოდენობით სესხი გამოიტანეს, რომელიც შემდგომ მამაუკა ხაზარაძის ანგარიშზე უკანონოდ გადარიცხეს.