ქმარი ცოლს შერიგებას აიძულებდა - თერჯოლაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
ცოლის დაწვასა და მკვლელობაში მხილებული კაცი დამწვრობებით ბრალის წარდგენას საავადმყოფოში ელოდება.
თერჯოლაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ კი ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ფემიციდის მსვერპლი ქალის ახლობლები ამბობენ, რომ წყვილს კონფლიქტი წარსულში ჰქონდათ.
ყოფილი ქმარი ცოლს შერიგებას აიძულებდა, რაზეც უარი არაერთხელ მიიღო.
იყო რამდენიმე ჩხუბის ეპიზოდიც, რის გამოც საჭირო გახდა შემაკავებელი ორდერის გამოწერაც.
ყველაფერის საქმის კურსში იყვნენ მეზობლები და სამართალდამცველებიც, მაგრამ უბედური შემთხვევის თავიდან აცილება ვერავინ შეძლო და 2 მცირეწლოვანი შვილის დედის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"კამათობდნენ ხოლმე, შერიგებას სთხოვდა. ანგელოზივით გოგო არის გარდაცვლილი, ისიც არის უბედური, ესეც არის უბედური და ცხოვრება არის უბედური. უფლებადამცველები მერე რომ ლაპარაკობნე, მანამდე უკნდა მიიღონ ზომები, ან გიჟის სტატუსი უნდა მისცენ, ან სამუდამო მისცენ და არ მოხდება, რაც მოხდა. შოკში ვართ ყველა". - ამბობს ოჯახის ახლობელი.
ქალი პროზექტურიდან სახლში უკევ გადაასვენეს.
37 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა ბენზინი გუშინ გადასხა და ცოცხლად დაწვა. ფემიციდის უმძიმესი ფაქტი თერჯოლაში მოხდა. ირკვევა, რომ ყოფილი ქმარი ქალს სამსახურში მიუვარდა, ცეცხლი წაუკიდა და შემდეგ სუპერმარკეტის ოთახში გამოკეტა.