ყოფილ პოლიციელს 30 წლის ახალგაზრდის მკვლელობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ყოფილი პოლიციელი, ერიკ წურწუმია, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო და 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მკვლელობა წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩაზე, 18 აპრილს, მოხდა. პროცესებზე ბრალდებული პოლიციელი ამტკიცებდა, რომ არ ჰქონდა განზრახვა, 30 წლის ზურა გველესიანი მოეკლა და იარაღი გაუვარდა.
საპირისპიროს ამტკიცებდა გველესიანის მეუღლე. მისი ინფორმაციით, პოლიციელმა განზრახ მკვლელობა ჩაიდინა.