ვაშლის გათლის გამო 75 წლის პენსიონერი 200 ლარით დააჯარიმეს

25.11.22 16:05
 ვაშლის გათლის გამო 75 წლის პენსიონერი 200 ლარით დააჯარიმეს

ოზურგეთის პოლიციამ 75 წლის პენსიონერი ნოე მეხრიშვილი 200 ლარით იმის გამო დააჯარიმა, რომ როგორც თავად ამბობს, ქალაქის ცენტრში ვაშლს პატარა დანით თლიდა.

მისივე თქმით,  დანა რომელითაც ის ვაშლს თლიდა, სამართალდამცველებმა ცივ იარაღად ჩაუთვალეს, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნეს და ჯარიმაც გაუფორმეს.

“ვიდექი ქალაქ ოზურგეთში, “ვასაძის პურის” შენობის წინ, იქვე ხილბოსტნეულით მოვაჭრემ ვაშლი მაჩუქა, პატარა, მაღაზიაში წლების წინ ნაყიდი დანით, ვინაიდან ასაკის გამო კბილები მაწუხებს, ვაშლს ვთლიდი და მივირთმევდი, ამ დროს ჩემთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი მოვიდა, მითხრა როგორ ვბედავდი ვაშლის ჭამას, სადღაც დარეკა, მოვარდნენ პოლიციელები და სასწრაფოდ დამაკავეს, მიმიყვანეს პოლიციის შენობაში, მითხრეს არაფერია გაგაფრთხილებთო, დამისვეს კითხვები, ბოლოს კი დააყოლეს რომ 200 ლარით მაჯარიმებდნენ და ჯარიმას 10 დღეში თუ არ გადავიხდი უარესი მელოდა. რა არ ვეხვეწე – არ მაქვს ფული, ეს ძველი დანა, არაფერში არ გამდგება ვაშლის დაჭრის გარდა მეთქი, მაგრამ არაფერმა გაჭრა,” – ყვება მეხრიშვილი.

მეხრიშვილის უფლებებს იურისტი კახა ჩავლეიშვილი იცავს, რომლის თქმით, სარჩელი სასამართლოში შესატანად უკვე მზადდება.

მსგავსი სიახლეები