დავით ხიდაშელი ივანიშვილის მთავრობას აუჯანყდა - მინიოლიგარქი ღარიბაშვილის კაბინეტს უსუსურად მიიჩნევს
მინიოლიგარქი დავით ხიდაშელი ივანიშვილის მთავრობას აუჯანყდა. ბიზნესმენი ღარიბაშვილის კაბინეტს უსუსურად მიიჩნევს.
ხიდაშელი არ მალავს, რომ მთავრობისგან მხარდაჭერას ელოდა, თუმცა ვერ მიიღო. ევტუშენკოვის ბიზნესსპარტნიორი წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაჭის ტყეების ხიდაშელისთვის გადაცემამ ქვეყნის ბიუჯეტი 2 მილიონით აზარალა.
არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის გასაჯაროვების შემდეგ ხიდაშელი მზადაა, პოზიციები დათმოს და საქართველოში ნაყიდი ქონების ნაწილი გააასხვისოს. მათ შორის, რიყის დოქები და რაჭის ტყეების 50 %-იანი წილი.
ამის მიუხედევად, პრორუსი ბიზნესმენი ფიქრობს, რომ მსურველი არავინ იქნება, რადგან საქართველოში ინვესტიციების ჩადება არავის სურს.
მთავრობაზე გაბრაზებული ხიდაშელი ტენდერს აცხადებს და ქონებას 20 პროცენტიანი ფასდაკლებით ყიდის, თუმცა წინასწარ დარწმუნებულია, რომ მყიდველი არ გამოჩნდება.
უფრო ვრცლად, რას ამბობს ხიდაშელი, იხილეთ ინა ცარციძის სიუჟეტში.