ომბუდსმენის არჩევის პროცესი ჩავარდნის ზღვარზეა - "ოცნება" და ოპოზიცია საერთო კანდიდატზე ვერ თანხმდება
სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ჩავარდნის ზღვარზეა. კიდევ ერთი შეხვედრა მამუკა მდინარაძის კაბინეტში უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიცია და უმრავლესობა ისევ ვერაფერზე შეთანხმდა, არადა, დრო იწურება.
მომავალ კვირას პარლამენტში კანდიდატების კენჭისყრა უნდა შედგეს. ოპოზიციასაც და უმრავლესობასაც საკუთარი ფავორტიები ჰყავს, მაგრამ პოზიციების დაახლოვება საერთო კანდიდატზე ვერ ხერხდება. გაჩნდა საფრთხე, რომ ქვეყანამ სახალხო დამცველი შესაძლოა ვერ აირჩიოს.
უფრო მეტი იხილეთ სიუჟეტში.