"თანხმობის არარსებობა გაუპატიურებაა" - თბილისში ფემიციდის საგანგაშო ფაქტებს აპროტესტებენ
ქვეყანაში არსებულ საგანგაშო რეალობას ამ წუთებში თბილისში ხალხმრავალი აქციით აპროტესტებენ. 25 ნოემბერი ფემიციდთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ქუჩაში უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და უბრალოდ ის ხალხი გამოვიდა, ვინც დღეს არსებულ უმძიმეს მდგომარეობასთან შეგუებას არ აპირებს.
"თანხმობის არ არსებობა გაუპატიურებაა" - ამ სლოგანით აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. ისინი ქალთა უფლებების დასაცავად კანონმდებლობაში ცვლილებებს ითხოვენ.
ანალოგიური მოთხოვნით დღეს ბრიფინგი გამართეს პარლამენტის ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმაც. ისინი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას უერთდებიან და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, კანონმდებლობაში გაუპატიურების განმარტება ცივილიზებული სამყაროს მიერ დაწესებულ სტანდარტებს შეუსაბამონ. კანონმდებლები აცხადებენ, რომ ცალკეული უწყებების მუშაობა ამ საკითხზე საკმარისი არ არის და ფემიციდთან ბრძოლას მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება.
უფრო მეტი იხილეთ სიუჟეტში.