კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი დაწვა, გარდაიცვალა
კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი დაწვა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
41 წლის ლეონარდ ზვიადაძე სხეულის 70%-იანი დამწვრობით ქუთაისის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა ბენზინი ერთი დღის წინ გადასხა და ცოცხლად დაწვა. ფემიციდის უმძიმესი ფაქტი თერჯოლაში მოხდა.
ყოფილი ქმარი ქალს სამსახურში მიუვარდა, ცეცხლი წაუკიდა და შემდეგ სუპერმარკეტის ოთახში გამოკეტა.
შემთხვევა ათობით თვითმხილვბელის თვალ წინ მოხდა, თუმცა ორი შვილის დედის გადარჩენა ვერავინ შეძლო.