ხაშურში მონაზონი სასტიკად სცემეს - დედაო მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს
ხაშურში მონაზონი სცემეს. 74 წლის დედაოს ფიზიკურად უცხო პირი გაუსწორდა.
შემთხვევა სოფელ ცხრამუხაში გუშინ მოხდა.
დედათა მონასტრის მკვიდრი მძიმე დაზიანებებით თავდაპირველად ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს.
მონასტერი დაკეტილია, პოლიცია კი დამნაშავეს ეძებს.
ეკლესიაში მყოფი მრევლი ამბობს, რომ შემთხვევა გუშინ, 6 საათზე მოხდა და დედაო სასტიკად არის ნაცემი.
"ვიღაცა მისულა მონასტერში და უცემია დედაო. ძალიან არის ნაცემი, გადაიყვანეს ჯერ ხაშურის კლინიკაში, შემდეგ თბილისში. მრევლმა წაიყვანა. ფაქტი გუშინ, დაახლოებით 6 საათზე მოხდა". - აცხადებს "პირველებთან" მრევლი.
მომხდარ ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა.