ალიევის რეჟიმს გამოქცეული კაცი საქართველოში დააკავეს - აზერბაიჯანელი აქტივისტი დახმარებას ითხოვს
აზერბაიჯანელი აქტივისტი დახმარებას ითხოვს. ალიევის რეჟიმს გამოქცეული კაცი საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრისთვის მოდიოდა, თუმცა, როგორც მისი ადვოკატი ამტკიცებს, ქართველმა მესაზღვრეებმა კაცი საქართველოში შემოსვლისთანავე დააკავეს და გლდანის ციხეში გაუშვეს.
ტელმან ალახვერდიანის მეგობარი ამბობს, რომ საქმე უცნაურ შემთხვევასთან გვაქვს, რადგან ორ დღეში ციხიდან გამოშვებული მისი მეგობარი ისევ ციხეში შეაბრუნეს.
„აზერბაიჯანის მოქალაქემ უარი თქვა მის ქვეყანაზე, ვინაიდან ემუქრებოდა საფრთხე. მართალია არალეგალურად შემოვიდა, მაგრამ ამის შესახებ თავადვე განუცხადა პოლიციელებს და ჩაბარდა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ დევნილი ამბობდა, რომ საფრთხეს გამოექცა მისი ქვეყნიდან და თავშესაფარს ითხოვდა, ის მაინც დააკავეს. ორი დღის შემდეგ გამოუშვეს. ძალიან უცნაურია ყველაფერი. მას შემდეგ, რაც მისი აქტივობის შესახებ გაიგეს, ციხეში გამოკეტეს". - ამბობს დაკავებულის მეგობარი.
ადვოკატის თქმით, საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ თავშესაფრის მაძიებელი უცხოელი, საზღვრის უკანონო კვეთის შემთხვევაში თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავშესაფრის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.