მოსკოვში ქართული კულტურის დღეები გაიმართება - ღონისძებაში მონაწილეთა სია დეკემბრიდან გახდება ცნობილი
მოსკოვში ქართული კულტურის დღეები გაიმართება. გამოფენები, ქართული კულინარის მასტერ-კლასები და ლექციები ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში ორი დღის განმავლობაში ჩატარდება. დასკვნითი ღონისძიება კი 13 დეკემბერსაა დაგეგმილი.
გრანდიოზული კონცერტი სახელწოდებით "ჩვენ ერთად" ქართველი და რუსი მომღერლებისა და მოცეკვავების მონაწილეობით გაიმართება.
მონაწილეთა სია უცნობია. ღონისძიების ორგანიზატორი რუსეთში მცხოვრები ქართველების გაერთიანებაა. მათი ინფორმაციით დეტალები პირველი დეკემბრიდან გახდება ცნობილი.