მონაზონის ცემის ფაქტზე გამოძიება გაუპატიურების და ძალადობის მუხლებით დაიწყო

26.11.22 12:05
მონაზონის ცემის ფაქტზე გამოძიება გაუპატიურების და ძალადობის მუხლებით დაიწყო

მონაზონის ცემის ფაქტზე გამოძიება გაუპატიურების და ძალადობის მუხლებით დაიწყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს.

მათ ბრალად 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ.
დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერაციულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს".- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ხაშურში მონაზონი სცემეს. 74 წლის დედაოს ფიზიკურად უცხო პირები გაუსწორდნენ.

შემთხვევა სოფელ ცხრამუხაში გუშინ მოხდა.

მონაზონი ხაშურის ერთ-ერთი საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

 

მსგავსი სიახლეები