მონაზონზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულები 27 და 39 წლის მამაკაცები არიან

26.11.22 13:01
მონაზონზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულები 27 და 39 წლის მამაკაცები არიან

ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურება და ყაჩაღობა - სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარის შემდეგ, სწორედ ამ ორი მუხლით დაიწყო  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება. 

დაკავებულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, მათგან ერთი 27 წლისა, მეორე 39 წლის.

როგორც ირკვევა, ეჭვმიტანილებმა დედაო ჯერ სცემეს, შემდეგ კი სავარაუდოდ 70 წლის მონაზონზეე სექსუალურად იძალადეს.  

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს.

მათ ბრალად 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ.
დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერაციულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს".- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მონაზონის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

კლინიკა კომენტარს არ ამ დრომდე აკეთებს.

დედაოს უცხო პირები ფიზიკურად გუშინ საღამოს გაუსწორდნენ.

შემთხვევა სოფელ ცხრამუხაში გუშინ მოხდა.

 

მსგავსი სიახლეები