სასტიკად ნაცემი მონაზონი ინტენსიურ თერაპიაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
სასტიკად ნაცემი მონაზონი ხაშურის ერთ-ერთი საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.
კლინიკა კომენტარს არ ამ დრომდე აკეთებს.
მართალია მონაზვნის თბილისში გადმოყვანა იგეგმებოდა, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ეს ვერ მოხერხდა.
70 წლის დედაო მრავლობითი დაზიანებები და ტვინის შერყევა აღენიშნება.
მონზონს უცხო პირები ფიზიკურად გუშინ საღამოს გაუსწორდნენ.
შემთხვევა სოფელ ცხრამუხაში გუშინ მოხდა.
მომხდარზე დაკავებულია 27 და 39 წლის ორი ახალგაზრდა მამაკაცი. პოლიციამ გამოძება გაუპატიურებისა და ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.