"ერთ-ერთ დაკავებულს მცირეწლოვანი შვილი მონასტრის გარეთ ელოდებოდა" - მონაზვნის ცემის შემზარავი ამბავი

26.11.22 13:30
"ერთ-ერთ დაკავებულს მცირეწლოვანი შვილი მონასტრის გარეთ ელოდებოდა" - მონაზვნის ცემის შემზარავი ამბავი

მონაზვნის ცემის შემზარავმა ამბავმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. ხაშურის მოსახლეობა დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

ადგილობრივების მონაყოლით ირკვევა, რომ ორი დაკავებულიდან,  27 და 39 წლის მამაკაცებიდან ერთ-ერთს მონასტრის გარეთ მცირეწლოვანი შვილი ელოდეოდა.

“ეს არის ქრისტიანობისთის ძალიან დიდი ტრაგედია. ერთი პირის შვილი ყოფილა მონასტრის გარეთ და ელოდებოდათო, პატარა ბიჭი ყოფილა და ორი სრულწლოვანი შიგნით ყოფილან მონასტერში. აუცილებლად უნდა დაისაჯონ. უნდა გამოიყვანო ორივე სახალხოდ, უნდა მოუკიდო ცეცხლი და დაწვა“ - ამბობს ადგილობრივი.

70 წლის მონაზონს მრავლობითი დაზიანებები და ტვინის შერყევა აღენიშნება. ის ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

მონზონს  უცხო პირები ფიზიკურად გუშინ საღამოს გაუსწორდნენ.

შემთხვევა სოფელ ცხრამუხაში გუშინ მოხდა. 

მომხდარზე დაკავებულია 27 და 39 წლის ორი ახალგაზრდა მამაკაცი. პოლიციამ გამოძება გაუპატიურებისა და ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები