"მეც მოხუცი ვარ და ასე უნდა მომექცეს ახალგაზრდობა?" - ადგილობრივებს მონაზვნის ამბავმა თავზარი დასცა
ძალადობის მსხვერპლი მონაზონი თბილისში გადმოჰყავთ, ხაშურის მოსახლოება კი თავზარდაცემულია და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.
„როგორ შეიძლება, ეკლესიაში როგორ გაბედეს და როგორ გააკეთეს ეს, დახვრეტას იმსახურებენ. არ შეიძლება ასე. მეც მოხუცი ვარ და 74 წლის ვარ და ე.ი. მეც ასე უნდა მომექცეს ახალგაზრდობა? არ შეიძლება ასე“.- ამბობს ადგილობრივი.
დედაოს კარგ ადამიანობაზე მთელი ხაშური საუბრობს და ვერაფრით აუხსნიათ, თუ რატომ მოხდა ასეთი უმძმესი ფაქტი.
ძალიან აკრგი ადამიანი იყო და მთელს სოფელს ემსახურებოდა. ლოცულობდა დღე და ღამე. უმკაცრესი სასჯელით უნდა დაისაჯონ. მაგნაირმა როგორ უნდა იცოცხლოს და როგორ უნდა აირსებოსბ არ ვიცი“. - ამბობს ხაშურის მკვიდრი.
არსებული ინფორმაციით ხანში შესული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კავკასიის მედიცინის ცენტრი პაციენტის მისაღებად ემზადება.
მონზონს უცხო პირები ფიზიკურად გუშინ საღამოს გაუსწორდნენ.
შემთხვევა სოფელ ცხრამუხაში გუშინ მოხდა.
მომხდარზე დაკავებულია 27 და 39 წლის ორი ახალგაზრდა მამაკაცი. პოლიციამ გამოძება გაუპატიურებისა და ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.