"შეწყდეს პუტინის ომი" - აქცია რუსთაველზე
შეწყდეს პუტინის ომი - ამ მოწოდებით რუსთაველზე აქცია იმართება. თბილისის მთავარ მოედანზე უკრიანისა და რუსეთის მოქალაქეები არიან შეკრებილები.
აქციის მონაწილეები უკრაინაში რუსეთის შეჭრას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ დღეს ომი და უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი გაუმართლებელია.
"აქცია მიზნად ისახავს ჩვენს წინააღმდეგობას პუტინისა და კრემლის მიმართ. ჩვენ ვეცდებით აქციები ჩავატაროთ რეგულარულად მანამ, სანამ ომი არ დასრულდება".- ამბობს აქციის მონაწილე.
დღევანდელი აქციის ფარგლებში ხალხმა ჰუმანიტარული პროდუქციის შეგროვებაც დაიწყო, რომელსაც ომში მყოფ ქვეყანაში გაგზავნიან.