პენსიონერი 12 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს - მოზარდი შოკისმომგვრელ დეტალებს ყვება
უმძიმესი ამბავი შიდა ქართლიდან - რამდენიმე კვირის წინ, 63 წლის კაცი 12 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის მუხლით დააკავეს. ირკვევა, რომ მეშვიდე კლასელი, სავარაუდო მოძალადის მეზობელია.
საქმის მასალების მიხედვით, რომელიც "შაბათის ეთერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა, პენსიონერი არასრულწლოვანს ჯერ მესიჯებს უგზავნიდა, შემდეგ ემუქრებოდა, ბოლოს გაიტაცა და ტყეში მისი გაუპატიურება სცადა.
12 წლის გოგო, პოლიციელებისთვის მიცემულ ჩვენებაში შემზარავ დეტალებს ყვება. მისი თქმით, ყველაფერი მოკლეტექსტური შეტყობინებით დაიწყო, რომელსაც მას მეგობრის მამა, 3 კვირის მანძილზე, სისტემატიურად უგზავნიდა.
გამოძიების ინფორმაციით, სამკვირიანი ტერორის შემდეგ, 63 წლის ტაქსის მძღოლმა 12 წლის გოგო, მოტყუებით ქალაქის გარეუბანში ავტომობილით წაიყვანა და მისი გაუპატიურება სცადა, ძალადობის შემდეგ კი ბავშვი ქუჩაში მიატოვა.
ყველაფერი მას შემდეგ გასკდა, რაც გოგონას დედამ სახლში, არასრულწლოვნის კუთვნილ მობილურში, სავარაუდო მოძალადის SMS-ები წაიკითხა. "შაბათის ეთერთან" დაზარალებულის დედა ყვება, რომ პოლიციის მისვლამდე სავარაუდო მოძალადეს ფიზიკურად თავად გაუსწორდა.
რაც შეეხება დაკავებულის ოჯახის წევრებს, 63 წლის კაცის ცოლი "შაბათის ეთერთან" ურთიერთგამომრიცხავ ბრალდებებს აჟღერებს. ქალმა ტავდაპირველად თქვა, რომ ბავშვმა ჩვენება დედის გავლენით მისცა. რამდენიმე წუთში კი თქვა, რომ მის ქმარზე პირიქით,12 წლის გოგონამ იძალადა.
ბრალდებული ალაპარაკებას სასამართლო პროცესზე გეგმავს. დაკავებულის ადვოკატები კი აცხადებენ, რომ საქმეში დაკავებულის წინააღმდეგ მხოლოდ ბავშვის ჩვენება დევს, რომლიც მათი ვერსიით, გამოგონილია.
იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერს ბრალდებას დაუმტკიცებენ, მას მთელი სიცოცხლის გატარება ციხეში მოუწევს.
ვრცლად, მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალურ რეპორტაჟში