მძარცველებმა მონაზონზე სექსუალურად იძალადეს, სცემეს, უგონო მდგომარეობაში დააგდეს და შესაწირი გაიტაცეს - უმძიმესი ამბის დეტალები

26.11.22 20:30
მძარცველებმა მონაზონზე სექსუალურად იძალადეს, სცემეს, უგონო მდგომარეობაში დააგდეს და შესაწირი გაიტაცეს - უმძიმესი ამბის დეტალები

სასტიკი ძალადობა მონაზონზე - ცხრამუხის დედათა მონასტერში, 25 ნოემბერს მომხდარი უმძიმესი დანაშაულის შესახებ "შაბათის ეთერისთვის" დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. 

ირკვევა, რომ გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულები მთელი დღის განმავლობაში მონატრის სიახლოვეს მედებარე სასაფლაოზე ქეიფობდნენ. 18:00 საათზე, 27 და 39 წლის ახალგაზრდებმა  დედათა მონასტერში გადაინაცვლეს და შესაწირის გატაცება სცადეს. სავარაუდოდ, მძარცველებს ჰქონდა განცდათ, რომ მრევლი მონაზონს შესაწირს უტოვებდა. 

ადგილობრივი ინფორმაციით, ხმაურზე მათ მონაზონმა შეუსწრო, რასაც დედაოზე თავდასხმა მოჰყვა. გამოძიება გაუპატიურებისა და ყაჩაღობის მუხლებით მიმდინარეობს. მონაზვნის შემდეგ სავარაუდოდ, ჩადენილი იყო ჯგუფურად, სექსუალური ხასიათის დანაშაული. არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა მონაზონზე სექსუალურად იძალადეს, სცემეს, უგონო მდგომარეობაში დააგდეს და შესაწირი გაიტაცეს.

შაბათის ეთერის ინფორმაციით, ბრალდებულებმა დანაშაულის ადგილი, ერთ-ერთი თავდამსხმელის კუთვნილი ავტომობილით დატოვეს. 

მონაზონი ისე სასტიკად არის ნაცემი რომ ტვინის შერყევა აქვს, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს სახის არეში. 

სასტიკად ნაცემი დედაოს გადარჩენას ახლა კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმები ცდილობენ. ჯერ ქვეყნის ერთ ერთი მთავარ ჰოსპიტალში განცხადება არ გაუკეთებიათ, ექიმები არაფერს ამბობს მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 70 წლის მონაზონი თბილისში კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ ხაშურიდან გადმოიყვანა. 

მსგავსი სიახლეები